Saturday, October 17, 2015

მოსწავლის ნიმუში

მოსწავლის ნიმუშის შექმნა დამეხმარება იმის მიხვედრაში, რომ ზედმეტ ინფორმაციას ხომ არ ვახვევ მოსწავლეს თავს, პრობლემები წინასწარ გავიარო და მერე ადვილად მივხვდე, რა პრობლემის წინაშე დადგება ბავშვი, დავეხმარო მიზნის მიღწევაში.

Sunday, October 11, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

პროექტის განხორციელების დროს აუცილებელია აქტივობები.აქედან გამომდინარე ჩამოვაყალიბე თუ რომელი აქტივობების განხორციელებას ვაპირებ, გეგმაში უკვე შევიტანე პირველი   კვირის აქტივობები. ვისურვებ წარმატებით განხორციელებას.

Saturday, October 10, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები  ეხმარება ბავშვებს ინტერესის გაღვივებაში, უჩნდებათ კითხვები თემასთან დაკავშირებით, გამოთქვამენ ვარაუდებს, ეძებენ პრობლემიდან გამოსვლის გზებს, ხალისით ასრულებენ ყველა აქტივობას.

Wednesday, October 7, 2015

ჩემი იდეა

პროექტისთვის ავირჩიე ქართული ენა და ლიტერატურა, შევარჩიე თემა ,,ტყე და მისი დიდი მნიშვნელობა". ვფიქრობ, საინტერესო თემაა, მოიცავს საკმაოდ ვრცელ მასალას, დაკავშირებულია ბუნებასთან, გარემოს დაცვასთან, ჯანსაღი ცხოვრების წესთან, უსაფრთხოებასთან, ადამიანის ცხოვრებაში ტყის დიდ მნიშვნელობასთან. რაც ყველაზე მთავარია, ბავშვებისთვის საინტერესო თემაა და სიხარულით და მონდომებით იმუშავებენ. იმედი მაქვს, რომ წარმატებით  გავივლით პროექტის ყველა საფეხურს და საუკეთესო შედეგზე გავალთ.

Sunday, October 4, 2015

რეფლექსია

ძალიან მაინტერესებდა პროექტებზე მუშაობა. ინტელის პროექტმა მომცა ამის შესაძლებლობა, რომ დეტალურად გავიარო ყველა ნაბიჯი, ვისწავლო და აქტიურად დავნერგო სასწავლო პროცესში.